გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახა კალაძე გამოდის ინიციატივით, შაბათსა და კვირას კერძო ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალოს

22-04-2020

2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 2020 წლის მარტში ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა შემცირებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებზე დადებითად იმოქმედა. ამიტომ სურს, მოქალაქეებს კვირაში ორი დღით კერძო ტრანსპორტის აკრძალვის იდეა შესთავაზოს.

„როდესაც უკვე აღდგება მოძრაობა და შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ მუშაობას, გვაქვს იდეა, რომ კითხვის სახით დავსვათ ჩვენი იდეა. მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება. კვირაში ორი დღის განმავლობაში, მაგალითად შაბათსა და კვირას, ხომ არ გავაკეთოთ აკრძალვა კერძო ავტომობილებისა და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა შესაძლებელი იყოს, აუცილებლობის შემთხვევაში, გადაადგილება როგორც ავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს იდეაა და ამას დასჭირდება დახვეწა, ბუნებრივია. თუმცა ვნახოთ, თუ საინტერესო იქნება. დარგის სპეციალისტები ხუმრობენ კიდეც, თბილისში როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერიაო. ალბათ ყველა ადამიანი ამჩნევს ამას და სჭირდება მოფრთხილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

imedinews.ge