გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავის მერის ინიციატივით ბავშვთა დღის ცენტრის ორი აღსაზრდელი სუხიშვილების ცეკვის აკადემიაში ისწავლის

16-02-2018

დღეიდან ცეკვის აკადემია ,,სუხიშვილების’’ რუსთავის ფილიალის მოსწავლეებს ორი ახალი გოგონა შეემატება.

ბავშვები ,,საქართველოს კარიტასის’’ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრ „თბილი სახლის’’ აღსაზრდელები არიან. ქართული ცეკვის შესასწავლად სუხიშვილების აკადემიაში გოგონები ირაკლი ტაბაღუამ მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად მიიყვანა.

რუსთავის მერმა პატარა გოგონები საახალწლოდ, ..ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის’’ მიერ ორგანიზებული სოციალური აქციის დროს გაიცნო.

დღეიდან მათი სურვილი რეალობად იქცა, გოგონები სუხიშვილების აკადემიის რუსთავის ფილიალში შეისწავლიან ქართულ ცეკვას.

რუსთავის მერია მადლობას უხდის სუხიშვილების აკადემიას თანამშრომლობისთვის და იმ გულისხმიერებისთვის, რომელიც მათ ამ პატარა გოგონების მიმართ გამოიჩინეს.