გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა მდინარაძე: პოლიტიკური ინტერპრეტაციები მისცეს იმ ამბავს, რომ მამამ შვილთან ერთად „TikTok”-ისთვის ვიდეო ჩაწერა

22-04-2020

„თანამედროვეობაზე რომ დებდნენ თავს, ყველაზე დიდ ისტერიკაში ის ადამიანები ჩავარდნენ გუშინ და პოლიტიკური ინტერპრეტაციები მისცეს იმ ამბავს, რომ მამამ შვილთან ერთად „TikTok”-ისთვის ჩაწერა ვიდეო. მათ ამ გამოხტომებზე სერიოზულად ვერ ილაპარაკებ“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის შესახებ.


რაც შეეხება ოპონენტთა შეკითხვას - სად არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს პარტიაში შეხვედრებს.


„პარტიაში საბჭოები სხვადასხვა მიმართულებით, თემატური ჯგუფებისგან არის დაკომპლექტებული. პრაქტიკულად, ეს საბჭოები გარდაიქმნა კრიზისულ საბჭოებად. ყველა საკითხთან დაკავშირებით, საკონსულტაციო ფუნქციას ასრულებენ ეს საბჭოები. დღეში, მინიმუმ, ორი-სამი შეხვედრა იმართება და მას ხელმძღვანელობს პარტიის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, არასერიოზულია იმის განცხადება და მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი სადღაც, ვიდეოში გამოჩნდა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მისივე თქმით, ოპონენტებს არ ახსენდებათ ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში ასი მილიონი ლარის გადარიცხვა და ის შეხვედრები, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი ყოველდღიურად მართავს.


„ამის წინ სვამდნენ შეკითხვას, სად არის ბიძინა ივანიშვილი მაშინ, როდესაც ის უცხოელებთან შეხვედრაზე იყო. იგი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს პარტიაში, შესაბამის ჯგუფებთან, შესაბამის საკონსულტაციო საბჭოებს უძღვება და ეს არის პერმანენტული. უკაცრავად, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერივით, პირდაპირ ეთერში არ ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას საკონსულტაციო საბჭოების ხელმძღვანელობის გამო და პარალელურად. აქედან გამომდინარე, კითხვა, სად არის ბიძინა ივანიშვილი, აბსოლუტურად არა რელევანტურია და მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ პოპულიზმს ემსახურება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.​