16-11-2017
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეგმავს ეროვნული უმცირესობების სკვერის მოწყობას.
ქალაქ ბათუმის მერიამ სკვერის მოსაწყობად ბაგრატიონის და სერგი მესხის ქუჩების კვეთაში მაგისტრალებს შორის არსებული სივრცე გამოგვიყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მისი გამწვანება.
2017 წლის 16 ნოემბერს, 16:00 საათზე იგეგმება ხეების დარგვა. აქტივობაში მონაწილეობა შეუძლია ბათუმში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს.
პროექტი დამტკიცებულია ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ მიერ.
გამწვანებაში მონაწილეობა მიიღო შემდეგმა ორგანიზაციებმა:
პროექტის მიზანია აჭარაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოტივაციის ამაღლება, მათი წვლილის წარმოჩენა ქალაქის განვითარებაში და აქტიური ჩართვა მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებში.
სკვერის მოწყობა ხორციელდება პროექტის „საქართველო ჩვენი სამშობლოა – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“.
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"