გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი კახიანი: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ყველაფერი წყალში არ ჩაგვეყაროს

22-04-2020

უმრავლესობის პოზიცია თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ჩვენ მხარს დავუჭერდით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თაობაზე პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის წარმომადგენლის მოხსენება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის მხარდაჭერის თაობაზე. საგანგებო მდგომარეობა ისედაც ძალაში იყო, ასე ვთქვათ, გუშინდელი დღის შემდეგ, თუმცა პარლამენტმა კიდევ ერთხელ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ეს არის ერთად ერთი სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ დღეს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით არის ნორმალური ვითარება, შეიძლება ასე ითქვას, ეს არის იმ ქმედებების შედეგი, რომლებსაც ახორციელებს ხელისუფლება და იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ამიტომ ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ იმისათვის, რომ ყველაფერი ის, რაც აქამდე გაკეთდა, წყალში არ ჩაგვეყაროს. აქედან გამომდინარე, უმრავლესობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობა არის გაგრძელებული“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.​