გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: საკმაოდ მკაცრი შეზღუდვებია, თუმცა ის უფრო რბილია ვიდრე არაერთ ევროპულ ქვეყანაში

22-04-2020

„საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში ერთი თვით, 22 მაისამდე გაგრძელდა. ამ მდგომარეობის ფარგლებში ხელისუფლებას, მთავრობას, აქვს ლავირების შესაძლებლობა. ჩვენ გვაქვს საშუალება, ყოველდღიურ რეჟიმში, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, ეპიდემიის გავრცელების დინამიკას და ამის შესაბამისად, შეგვიძლია მივიღოთ შედარებით მკაცრი ან რბილი ზომები. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ტენდენცია, დინაკამიკა იქნება დადებითი, თუმცა არაფრისგან ვართ დაზღვეული. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაზე რთული სცენარისთვის, უნდა დავიზღვიოთ თავი და დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეები ასეთი სცენარებისგან. აქედან გამომდინარე შემოღებული არის საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები, თუმცა ეს მკაცრი შეზღუდვები არის უფრო რბილი ვიდრე მოქმედებს არა ერთ ევროპულ ქვეყანაში, გამომდინარე იმ უფრო რთული ეპიდემიური ვითარებიდან, რომელიც იქ არის ჩამოყალიბებული“, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისი შეფასებით, შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია საქართველოში, თავისი შინაარსით უფრო რბილია, ვიდრე იტალიაში, ესპანეთში, გერმანიასა თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში.

„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება დინამიკა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ზომების გამკაცრების თუ შერბილების თაობაზე. თანდათანობით ჩვენ უნდა წავიდეთ ზომების შერბილებისკენ. აქ პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები. რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება მკაცრი შეზღუდვები, მით უფრო მძიმეა ეკონომიკაზე და სოციალურ მდგომარეობაზე ტვირთი. ჩვენ მაქსიმალურად პროპორციული ზომები უნდა მივიღოთ. როგორც კი შეიქმნება სათანადო პირობები სხვადასხვა შეზღუდვების მოსახსნელად, მაშინვე მოიხსნება ეს შეზღუდვები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მთავრობას აქვს შემოთავაზებული სცენარი, რომლის მიხედვითაც ცალკეული სფეროები შეზღუდვებისგან თანდათანობით უნდა გათავისუფლდეს.

„ეს ყველაფერი დამოკიდებულია ზოგად დინამიკაზე თუმცა, არსებობს წინასწარ მკაფიოდ გაწერილი გეგმა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას უშუალოდ წარუდგენს. თანდათანობით ჩვენ წავალთ შეზღუდვების შერბილებისკენ და მოხსნისკენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​