გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დიმიტრი ხუნდაძე: რეგულაციების მოხსნა კრიზისული ფაზის ზღურბლზე არასწორი იქნება

22-04-2020

„ჯობია მოვითმინოთ, ვიდრე შემდეგ მოუთმენელი დაგვემართოს, სიფხიზლე არ გავუშვათ ხელიდან - დღეს საჭიროა, რომ ეს რეგულაციები კიდევ რამდენიმე დღე შევინარჩუნოთ”,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ PosTV-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ მსოფლიოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა შეაფასა და ამ კონტექსტში, ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან სწორი რეაქციების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენთან, როდესაც უკვე პრეკრიზისულ ფაზას ვასრულებთ და პრაქტიკულად, მივადექით უკვე კრიზისული ფაზის ზღურბლს, რომ მოვხსნათ ეს რეგულაციები, რომლებმაც შედეგი მოგვცა - იქნება არასწორი გადაწყვეტილება და ყველა მიღწეულ შედეგს ჩავყრით წყალში. წყალში ჩაყრა იქნება ტოლფასი ძალიან ბევრი გარდაცვლილი დაინფიცირებული მოქალაქისა. ამის უფლება არ გვაქვს. კარგია, რომ ეპიდსურათი გვაძლევს სითამამეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ არის კრიზისული ფაზა და შეიძლება, მივიღოთ ფეთქებად საშიში ეპიდემიოლოგიური ვითარება, ნახტომისებური ზრდა, როდესაც შესაძლოა ჯანდაცვის სისტემამ ვერ გაუძლოს, იმას, რომ მიმართვიანობა ამ სექტორში გაიზარდოს. ასეთი სურათი ვიხილეთ ბევრ ქვეყანაში, სადაც ექიმებს უწევდათ ძალიან მძიმე არჩევანის გაკეთება, ვისთვის ემკურნალათ და ვისთვის არა.

ჩვენ ამ სურათს რეგულაციების საშუალებით დავშორდით, მაგრამ შანსი იმისა, რომ სამწუხაროდ მძიმე სცენარი განვითარდეს, თუ არასწორი რეაქციები გვექნება როგორც საბჭოს, ასევე საზოგადოებას, სამწუხაროდ, შეიძლება რეალობად იქცეს. ამიტომ ჯობია მოვითმინოთ, ვიდრე შემდეგ მოუთმენელი დაგვემართოს. სიფხიზლე არ გავუშვათ ხელიდან, დღეს საჭიროა, რომ ეს რეგულაციები კიდევ რამდენიმე დღე შევინარჩუნოთ”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​