გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიმიტრი ხუნდაძე: ნაცმოძრაობა დიდი ხანია მავნებლურ კლასტერად ჩამოყალიბდა

22-04-2020

„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ჩამოყალიბდა მავნებლურ კლასტერად, არანაკლებ ინფიცირების ხარისხი გააჩნია, ვიდრე კორონას, პოლიტიკურ ინფიცირებას ვგულისხმობ”,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ PosTV-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ამ კონტექსტში, დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომასაც გამოეხმაურა, სადაც პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა.

„დღეს რომ ულტიმატუმი წარსდგა, რომ თუ სამოქმედო გეგმა არ იქნებოდა წარმოდგენილი, მოწონებული, ისინი მხარს არ დაუჭერდნენ - ეს იყო ულტიმატუმი. ნაკლებად მეგულება ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ იმგვარი სამოქმედო გეგმა იქნებოდა წარმოდგენილი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ მოეწონებოდა, ანუ ისინი არცერთ ვარიანტში მხარს არ დაუჭერდნენ. ვთქვათ, ჩავარდებოდა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება - მაშინ რას მივიღებდით? მივიღებდით სრულ ქაოსს, იქნებოდა მანქანების მოძრაობა, ხალხის გადაადგილება შეუზღუდავად, ყველა რეგულაცია იქნებოდა მოხსნილი და მივიღებდით ფეთქებადსაშიშ ვითარებას, რომელსაც დიდი დრო არ დასჭირდებოდა და პანდემია იქნებოდა უკვე გამორჩეულად მაღალ ხარისხში. ვფიქრობ, საზოგადოებამ, ვის პოლიტიკურ მოწონებასაც იმსახურებს „ნაციონალური მოძრაობა“, დღეს კიდევ ერთხელ უნდა გაზომოს მისი დამოკიდებულება საზოგადოებისა და ქვეყნისადმი. ეს კლასტერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნას პოლიტიკური ასპარეზიდან განდევნილი და მათ მიმართ უნდა იყოს პოლიტიკური დისტანცირების მექანიზმი გამოყენებული, როგორც კორონავირუსის მიმართ ვიყენებთ ეფექტურ დისტანცირების მექანიზმს”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​