გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2 დღე მულახში მომხდარი მკვლელობიდან - უცნობია როგორც ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელი, ასევე მკვლელობის მოტივი

23-04-2020

მულახში მომხდარ მკვლელობაში ეჭვიტანილ ბესიკ ნავერიანის ადგილსამყოფელის მსგავსად, ამ დრომდე უცნობია დაპირისპირების მოტივიც. ადგილობრივები ვერ ამბობენ, რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი ორ მამაკაცს შორის, რომლებსაც მეგობრებს უწოდებენ.

პოლიცია მესამე დღეა მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრეს უშედეგოდ ეძებს. ძებნის პროცესში ჩართულები არიან ეჭვმიტანილის ოჯახის წევრებიც. ისინი არ გამორიცხავენ, რომ დანაშაულის ჩადენის შემდგომ, ბესიკ ნავერიანმა სუიციდი ჩაიდინა. მესაზღვრის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ოჯახსა და სახლს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იცავენ.

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი არ იციან არც მოკლული მესაზღვრის ოჯახის წევრებმა. იოსელიანები ეჭვმიტანილის დაკავებას ითხოვენ.

პროკურატურის ცნობით, 20 აპრილს, დაახლოებით სამის ნახევარზე ნავერიანმა ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით, მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ბესიკ იოსელიანს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დაინიშნა ბალისტიკური, ქიმიურ ტოქსიკოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზები, გამოიკითხონ. მოწმეები, დაზარალებულის უფლება მონაცვლედ ცნობილია და გამოკითხულია გარდაცვლილის მამა. საქმეზე ამ ეტაპზეც ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა სახის აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

პროკურატურამ ბესიკ ნავერიანის სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად უკვე დაიწყო. საგამოძიებო ორგანო მას განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და ტარებას ედავება.

რუსთავი2