გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

23-04-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა. ეს ინფორმაცია imedinews-ს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მკვლელობა სოფელ მულახში 20 აპრილს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა საკუთარ თანამშრომელს, რომელიც მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა დღეს სამართალდამცველებს ჩაბარდა.

imedinews.ge