გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების ვადა გაახანგრძლივა

23-04-2020

საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა 22 მაისამდე გაუგრძელა.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა. ბრალდებულებისთვის, სატელეფონო საუბრის დაშვების გადაწყვეტილება განპირობებულია, ოჯახების მხრიდან გაზრდილი ინტერესით მათი მდგომარეობის თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დისტანციურად ოჯახების მეტად ინფორმირებას. აღნიშნული შეღავათის დაწესება ასევე შეამცირებს მათი ადვოკატების დამატებით ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს.