"არსებობს ევროპაში თბილისზე დატვირთული დედაქალაქი? თბილისი ტურისტებს ატყვევებს ისეთი სანახაობებით, როგორებიცაა: მე-4 საუკუნის დროინდელი ციხე-სიმაგრეები, უნიკალური ტრადიციები, საბჭოთა დროინდელი კულტურა, ღამის კლუბები და ა.შ”- ნათქვამია სტატიაში.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ თბილისი აღმოსავლეთ ევროპაში ღამის გართობისთვის საუკეთესო ქალაქია, კლუბებით „ბასიანი“ და „მტკვარზე“ ელექტრონულ მუსიკის დიდი არჩევანით.
გამოცემა მკითხველს თხილამურებით სრიალს გუდაურში სთავაზობს.
სტატიაში დიდი ადგილი ეთმობა სათხილამურო გზებს და საბაგიროებს. ღამის გათენების იდეალურ ადგილად კი ტურისტებს „ბლუმბერგი“ სასტუმრო “Rooms Hotel“–ს ურჩევს.
„ბლუბერგი“ თბილისსა და გუდაურთან ერთად ევროპის საუკეთესო კურორტებს შორის კაპადოკიას და ერისიესის მთას, ლუკერნს და კლევენალპს, ოსლოს, ლუბლიანას და ვოგელს ასახელებს.