გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეკატერინე ტიკარაძე: სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების თანამშრომლების ტესტირებაც იგეგმება

23-04-2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების თანამშრომლების ტესტირებაც იგეგმება. ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალგორითმის დამატებით ჯგუფებზე მუშაობა, ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღებული, თუმცა იმის მიხედვით, როგორც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი გახსნითი ღონისძიებების დაშვება, რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ, რომ აფთიაქებში და სასურსათო მაღაზიებშიც გაიზრდება ბენეფიციარების ნაკადი, ისინი შევლენ ამ ტესტირების ჯგუფში, თუმცა ჯერჯერობით ვადას ვერ დაგისახელებთ,"- განაცხადა ტიკარაძემ.