გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი: პურის გაძვირების წინაპირობა არ არსებობს

23-04-2020

„პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სოციალური ფონი მძიმეა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში. ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ინდივიდუალურ საწარმოებთან. მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით ფიქსირებული ფასის შენარჩუნება შეუძლებელია. ჩვენ ქმედითი მექანიზმი შევთავაზეთ სექტორს; ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გულისხმობს ორ რამეს:

ერთი - დეფიციტის პირობებში, როდესაც რეგიონში გაზრდილია მოთხოვნა სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კატეგორიაზე, ხორბალზე, წაგვეხალისებინა ქვეყანაში მეტი მარაგის შექმნა. მეტი მარაგი იქმნება იმ დაზღვევის მექანიზმით, რომელიც ჩვენ იმპორტიორ კომპანიებს შევთავაზეთ.

და მეორე - სუბსიდირება; სუბსიდიის თანხა არის კონკრეტული პასუხისმგებლობა , რომ ფქვილის ფასი, რომელიც ძირითადი ინგრედიენტია პურის წარმოებაში იყოს დაფიქსირებული. ჩვენ დავაწესეთ უმაღლესი ზღვარი - ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ პური არ გაძვირდეს. მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც პურის ფასში მონაწილეობს, არის ენერგომატარებლები. ძირითადმა კომპანიებმა, რომლებიც გაზს აწვდიან პურის საცხობებს, მიიღეს გადაწყვეტილება და 10 თეთრით შეამცირეს ტარიფი პურის საცხობებისთვის. შესაბამისად, წინაპირობები, რომ პურის ფასი გაიზარდოს არ არსებობს.

მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, პურის მწარმოებელთა კავშირს. მადლობას ვუხდი თითოეულ მეწარმეს, რომლებმაც მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.