გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი: ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენი ფერმერები გმირობას ჩადიან

23-04-2020

„ფერმერებს შეექმნათ გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ გადაწყვეტილებები რომლებსაც ვიღებთ არის არსებული ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გარკვეული კომპრომისი აუცილებელია. ჩვენ გვაქვს ჩვენი ფერმერების მხრიდან სოლიდარობის მოლოდინი. ჩვენი ფერმერები ჩადიან გმირობას, როცა რთულ პირობებში ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შრომობენ. ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ მათ მხარდასაჭერად. იქნება გარკვეული სირთულეები და უხერხულობები ამ შემზღუდავი მექანიზმების გამო, მაგრამ სხვაგვარად, წარმოუდგენელია, რომ ჩვენ მივაღწიოთ პროგრესს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

27 აპრილიდან, ქვეყანაში, ეტაპობრივად, დაიწყება მობილობის ზრდა, რაზეც დეტალურად პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს. შესაბამისად, გადაადგილების მეტი საშუალებები იქნება, რაც ნიშნავს, რომ რეალიზაციის პრობლემები უფრო მეტად მოგვარდება. ძალიან მნიშვნელოვანია სარეალიზაციო არხების საკითხი. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის თანახმადაც, ეტაპობრივად, აგრარული ბაზრები, შესაბამისი სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეძლებენ ოპერირებას.

ჩვენ ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს კომუნიკაცია მსხვილ მყიდველებსა და გამყიდველებს შორის. ყველა ეს ღონისძიება სიტუაციას შეამსუბუქებს. ეტაპობრივად, სულ უფრო ნაკლები წნეხი ექნებათ ფერმერებს. თუმცა, ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს გარდაუვალი აუცილებლობიდანაა გამომდინარე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.