გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკატერინე ტიკარაძე: პაციენტებს, რომლებიც მედიკამენტების 1 ლარიანი პროგრამით სარგებლობდნენ, მეორე ალტერნატიული პროგამით სარგებლობა შეუძლიათ

23-04-2020

ჯადაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედიკამენტების 1 ლარიან პროგრამას პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ახალი პროგრამის შექმნა გახდა საჭირო. მისივე თქმით, მეორე ალტერნატიული პროგრამა უკვე მოქმედებს და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს ამ ახალი პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ.


"ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს დავაიდენტიფიცირეთ ამ პროგრამის პრობლემატიკა და მოსახლეობას არაერთხელ განვუმარტეთ, რომ ვმუშაობდით ახალ პროგრამაზე. 3 აპრილიდან უკვე ამოქმედებულია მეორე ალტერნატიული პროგრამა ერთლარიანი მედიკამენტების და ყველა იმ პაციენტს, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადება და ამ პროგრამით სარგებლობდა, შეუძლია დაუყოვნებლივ ისარგებლოს ახალი პროგრამით, რომელიც ეფუძნება, როგორც ელექტრონულ რეცეპტს, ასევე მკაცრად კონტროლდება მათი ექიმების მხრიდან და ჩვენ გვაქვს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგის საშუალება," - განაცხადა ტიკარაძემ.