გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის განმარტებით, მოქალაქეები კი არ გაიტაცეს, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს

23-04-2020

ექვსი დღის წინ მალხაზ ვანიშვილისა და მისი მეუღლის გატაცებასთან დაკავშირებით  ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ განმარტება გააკეთა. საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები კი არ დააკავეს, არამედ, მათივე უსაფრთხოებისთვის, 14 დღიან საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

"მათი სისტემატიური გადაადგილება საქართველოში, შემდეგ უკან დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, შესაძლოა, გახდეს კორონავირუსის შემოტანის და შემდეგ რეგიონში გავრცელების მიზეზი, ამიტომ შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით მივიღეთ შესაბამისი ზომები", - აცხადებს დეფაქტო ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ეკატერინა ბიაზროვა.

rustavi2