გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მერკელი: შეზღუდვების შერბილებაზე გადაწყვეტილება შესაძლოა, ზედმეტად თამამი იყოს, არ გავფლანგოთ ის შედეგები, რომლებსაც უკვე მივაღწიეთ

23-04-2020

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში კორონავირუსის პანდემიაზე საუბრისას მოსახლოებასა და პარლამენტს მაქსიმალური დისციპლინისკენ მოუწოდა. როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, მხოლოდ ასე შეძლებს ქვეყანა, ნორმალურ ცხოვრებას მალე დაუბრუნდეს.

სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის კანცლერი შეეხო შეზღუდვების მოხსნის საკითხსაც და განაცხადა, რომ მართალია, მხარს უჭერს ფედერალური მთავრობების გადაწყვეტილებებს, თუმცა მათი განხორციელების ფორმა მერკელისთვის შემაშფოთებელია.

გერმანიის კანცლერის თქმით, შეზღუდვების შერბილებაზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, ზედმეტად თამამი იყოს.

„მოდით, არ გავფლანგოთ ის შედეგები, რომლებსაც უკვე მივაღწიეთ და გარისკვით დამატებითი დაბრკოლებები არ შევიქმნათ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.