გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თენგიზ ცერცვაძე: საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არ არის

23-04-2020

თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-ის მართვის ჯუფის კლინიკური ხელმძღვანელის რანგში, ბათუმის საავადმყოფოს შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალი მოინახულა. ის საქართველოს სხვა კლინიკების მონახულებასაც აპირებს.

ცერცვაძის თქმით, კლინიკაში 49 დაინფიცირებული პაციენტია, 4 პირი კი გამოჯანმრთელდა და მისი მიზანი იყო, რომ რთულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები მოენახულებინა. თენგიზ ცერცვაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლისას მედიასთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

კითხვაზე, არიან თუ არა გორის ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტებს შორის სამხედროები, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მან, ძირითადად, მძიმე და საყურადღებო პაციენტები მოინახულა და მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეები არ ყოფილან

თენგიზ ცერცვაძის თქმით, პლაქვენილთან დაკავშირებით პროტოკოლის ცვლილება არ იგეგმება და  საშუალო დას მძიმე პაციენტებთან პლაქვენილის გამოყენება შესაბამისობაში მოდის FDA-ის რეკომენდაციასთან. ამავე დროს, დადებითი შედეგები აჩვენა პრაქტიკაშიც.

თენგიზ ცერცვაძე ზიარების დროს ინფექციის გადაცემის რისკებსაც შეეხო.

"ეს სენსიტიური თემაა და ყველანი პატივს ვცემთ საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ეს საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა ამისთვის, საჭირო არ არის," - განაცხადა ცერცვაძემ

rustavi2