გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რატი იონათამიშვილი: არჩევნების დადგენილ ვადებში ჩატარება ჩვენ ინტერესშია

23-04-2020

„ჩვენი ინტერესია, რომ კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდეს არჩევნები, რადგან ეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მე ვფიქრობ, რომ საქართველო ღირსეულად გამოვა იმ საფრთხიდან, რასაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია და ამის შემდეგ, ცხადია, კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდება არჩევნები“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის პოლიტიკური ძალები ვინც ამ თემით საზოგადოებაში დისონანსის შეტანას ცდილობს, თვითონვე არიან დაინტერესებული რომ არჩევნები დადგენილ ვადებში არ ჩატარდეს.

„მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საარჩევნო თარიღის გადადებასთან დაკავშირებით ცდილობენ საზოგადოებაში გარკვეული დისონანსი შეიტანონ, თვითონ არიან დაინტერესებული, რომ ეს მოხდეს“ ,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​