გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თენგიზ ცერცვაძე: შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ეპიდემიის სტაბილიზაცია შეიმჩნევა

24-04-2020

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულების რაოდენობა 425-ამდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 111 და გარდაიცვალა 5 პაციენტი. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 40-ზე მეტი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათგან 17-ს მძიმე პნევმონია აღენიშნება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლო პერიოდში უკვე შეიმჩნევა კორონავირუსის სტაბილიზაცია:

"შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ შეიმჩნევა ეპიდემიის სტაბილიზაცია, ბოლო სამი დღეა 20 შემთხვევაზე მეტი არ ყოფილა," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

rustavi2