გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სასწრაფო დახმარების შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

24-04-2020

სასწრაფო დახმარების შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ. ამ დროისთვის კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს აქვს დადასტურებული.

აქედან 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, პერიოდულად შესაბამის შემოწმებას გაივლიან. ტესტირება სასწრაფო დახმარების 900-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა.

საქართველოში კორონავირუსი 425 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 111 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.

კარანტინის რეჟიმში - 5126 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578, - ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge