გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქობულეთში კორონავირუსი 70 წლამდე ქალს დაუდასტურდა

24-04-2020

აჭარაში კორონავირუსი 70 წლამდე ქალს დაუდასტურდა. შემთხვევევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ქალი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. აჭარის ჯანდაცვის სამნისტროს ინფორმაციით, დაავადება მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. 24 საათის განმავლობაში აჭარაში 180-მდე პირი გამოიკვლიეს.

მედალფაში უკვე 38 ინფიცირებული მკურნალობს, ამათგან 1 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოში კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge