გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფელ ღვანკითის სურსათითა და მედიკამენტებით მომარაგება დაიწყო

24-04-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის სურსათითა და მედიკამენტებით მომარაგება დაიწყო. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, სოფელში საგაზაფხულო სამუშაოებიც შეუფერხებლად მიმდინარეობს.

თერმოსკრინინგი უკვე ჩაუტარდა 700-ზე მეტ ადგილობრივს. მანამ, სანამ სოფლის ყველა მცხოვრები არ შემოწმდება, ეპიდემიოლოგები მუშაობას გააგრძელებენ.

იმისათვის, რომ ვირუსი კიდევ უფრო არ გავრცელდეს, სახელმწიფო რწმუნებული საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და გადაწყდა, რომ დღეიდან ღვანკითში, სასურსათო მაღაზიებში, საბანკო ტერმინალები ამოქმედდება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოქმედებს 5 ბლოკ-საგუშაგო, სოფლის ყველა შესასვლელ-გასასვლელს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ. ადგილობრივებს როგორც სოფელში შესვლა, ასევე მისი დატოვება ეკრძალებათ.

სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი - 2,438 ადამიანი ცხოვრობს.

საქართველოში კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge