გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მარინა ეზუგბაია: ერთი ახალი პაციენტი გვყავს, რომლის ინფიცირების წყაროც დადგენილი არ არის

24-04-2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, პირველი თებერვლიდან დღემდე, თითქმის 800-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა ცენტრში, როგორც შესაძლო შემთხვევამ და მათ შორის დადასტურდა 101 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელებულია 56.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში  42 პაციენტი მკურნალობს. მათგან 17 აქვს მძიმე პნევმონია, დანარჩენებს საშუალო ან მსუბუქი ფორმა.

 

„კრიტიკული პაციენტები, რომლებიც გამოვიყვანეთ კრიტიკული მდგომარეობიდან და ამ ეტაპზე უკვე განიხილებიან მძიმე პაციენტებად, მათთანაც მდგომარეობა სტაბილურია, დინამიკის გაუმჯობესება აღინიშნება“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.


პრაიმტაიმი