გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: ტურისტულ ბიზნესზე დარტყმა იყო ყველაზე მძიმე, რაც ეკონომიკამ და ამ სექტორმა მიიღო

24-04-2020

ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადების გადავადების 1 ნოემბრამდე. მინდა გითხრათ, რომ ამ შეღავათით ისარგებლა 4500-მა ბიზნესმა და 90 მილიონის ვალდებულებები გადავადდა, თუმცა აქ კარგად ჩანს რას ნიშნავს გლობალური პანდემიის გამოწვევა, როდესაც შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზირება ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მცირე სასტუმროებს სახელმწიფო სუბსიდირებით დაუსუბსიდირდა 6 თვის საპროცენტო განაკვეთი.

„პირველივე დღიდან აშკარად დავინახეთ, რომ დარტყმის პირველ ხაზზე იყო ტურისტული ბიზნესი, ეს იყო ყველაზე მძიმე შედეგი, რაც ქვეყნის ეკონომიკამ და ამ სექტორმა მიიღო. ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადების გადავადების 1 ნოემბრამდე. მინდა გითხრათ, რომ ამ შეღავათით ისარგებლა 4500-მა ბიზნესმა და 90 მილიონის ვალდებულებები გადავადდა, თუმცა აქ კარგად ჩანს რას ნიშნავს გლობალური პანდემიის გამოწვევა, როდესაც შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზირება. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს შეღავათი უკვე აქტუალური აღარ არის, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ სექტორისთვის მხოლოდ ეს შეღავათი უკვე საკმარისი არ არის და მთავრობა უკვე ფიქრობს იმაზე, რომ ტურისტულ სექტორს დამატებით რითი მიეხმაროს. ეს არის ის ძირითადი სპეციფიკა, რომელიც ამ გლობალურ პანდემიას ახლავს, როდესაც შეუძლებელია გრძელვადიან პროგნოზირებაზე მკაცრად, აკადემიურად საუბარი. ასევე, მცირე სასტუმროებს სახელმწიფო სუბსიდირებით დავუსუბსიდირეთ 6 თვის საპროცენტო განაკვეთი საბანკო სესხებზე 80%-ის რაოდენობით, თუმცა ასევე, მინდა გითხრათ, რომ ამ დახმარებამაც დღეის მდგომარეობით აქტუალურობა დაკარგა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.