გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: სახელმწიფო თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება

24-04-2020

არის ასევე საკმაოდ სერიოზული სოციალური ჯგუფი და ფენა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები, ან თავიანთ თავს თვლიდნენ თვითდასაქმებულად, რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის და მთავრობისთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას წარადგენს.

მისი თქმით, თვითდასაქმებული ადამიანების იდენტიფიცირება სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით მოხდება.

„არის ასევე საკმაოდ სერიოზული სოციალური ჯგუფი და ფენა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები ან თავიანთ თავს თვლიდნენ თვითდასაქმებულად, რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის და მთავრობისთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რამე თუ ისინი არ აღირიცხებიან არცერთ ოფიციალურ ბაზებში და წყაროებში, მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ასეთი ადამინების იდენტიფიცირება გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 მილიონი ლარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.