გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: აკადემიური წელი არ გამოცხადდება

24-04-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში აკადემიური სასწავლო წლის გამოცხადება არ იგეგმება.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, განათლების სამინისტრომ შეძლო და დაამკვიდრა ე.წ. ონლაინ სწავლების ისეთი მაღალი სტანდარტი, რომელიც აკადემიური წლის გამოცხადების საჭიროებას დღის წესრიგში არ აყენებს.

ამასთან, პრემიერის თქმით, მიმდინარე სასწავლო წელს სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში დასწრებული ფორმით სასწავლო პროცესი არ აღდგება.

რაც შეეხება საერთო ეროვნული გამოცდების ჩატარებას, გახარიას განცხადებით, საფრთხე არც ამ მიმართულებას ემუქრება, თუმცა, პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ვადებთან დაკავშირებით ცვლილებები იქნება.

„ზოგადად, განათლების სისტემის გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ დამატებითი პრეზენტაცია გვექნება“ - აღნიშნა პრემიერმა.