გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზაალ ანჯაფარიძე: სოციალურად დაუცველები იღებენ დახმარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს საკმაოდ დიდი სეგმენტია

24-04-2020


„შესაძლებლობის მაქსიმუმი კეთდება ამ ეტაპზე, თუ ეკონომიკა შედარებით სწრაფად გამოვიდა კრიზისიდან და მეტი შესაძლებლობები გაჩნდა, დახმარების მეტი რესურსებიც გამოჩნდება - ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას.

მისი თქმით, ვინც კორონა-კრიზის შედეგად სამუშაო დაკარგა, მიიღებენ 1200 ლარის დახმარებას. შედარებისათვის, ჩვენზე ათასჯერ მდიდარ და ძლიერ აშშ-ში ეს დახმარება 1200 დოლარია.

„ანტი-კრიზისული გეგმა რომელსაც სულმოუთქმელად ელოდა მტერ-მოკეთე, წარმოდგენილია.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტი არ ვარ, სხვა ქვეყნების მაგალითებთან შედარებითი ანალიზის შედეგად, მათ ვინც კორონა-კრიზის შედეგად სამუშაო დაკარგა მიიღებენ 1200 ლარის დახმარებას (შედარებისათვის, ჩვენზე ათასჯერ მდიდარ და ძლიერ აშშ-ში ეს დახმარება $1200-ს შეადგენს) .
მომავალი კვირეების და თვეების მანძილზე ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვები ,მათ შორის ბიზნეს ობიექტების ამუშავებაზე და სხვა ყველაფერთან ერთად, ეს მოხსნის იმ სტრესულ ვითარებას რაც მოსახლეობაში ბუნებრივად არსებობდა საგანგებო მდგომარების გამო.
სოციალურად დაუცველები იღებენ დახმარებას რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს საკმაოდ დიდი სეგმენტია.
მიმაჩნია რომ მართლა შესაძლებლობის მაქსიმუმი კეთდება ამ ეტაპზე და თუ ეკონომიკა შედარებით სწრაფად გამოვიდა კრიზისიდან და მეტი შესაძლებლობები გაჩნდა, დახმარების მეტი რესურსებიც გამოჩნდება“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.