გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

არჩილ თალაკვაძე უკრაინაში სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობაზე: ეს დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას

24-04-2020

ვფიქრობთ, ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას და ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობაზე დასმულ შეკითხვას.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობაა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობთ, ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას და ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს.

imedinews.ge