გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ უკრაინელი კოლეგების მხრიდან რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული

24-04-2020


„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხრიდან რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო არჩევის საკითხზე კომენტირებისას.


„ჩვენ გვაქვს კონსულტაციები უკრაინელ კოლეგებთან, მაგალითად მეც მქონდა ურთიერთობა და კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, რადას წევრებთან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ საბოლოო ჯამში მიღებული იქნება რაციონალური გადაწყვეტილება, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თუნდაც მინიმალური საფრთხის ქვეშ არ დააყენებს უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენ ვიცით ზოგადად სააკაშვილის საქმიანობა სახელმწიფო სამსახურში თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული და ბუნებრივია, არ გვინდა ასეთი საფრთხეების წინაშე დადგეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​