გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ვიცით სააკაშვილის საქმიანობა სახელმწიფო სამსახურში რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული და არ გვინდა ასეთი საფრთხეების წინაშე ჩვენი მეგობარი ქვეყანა დადგეს

24-04-2020


„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხრიდან რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო არჩევის საკითხზე კომენტირებისას.


„ჩვენ გვაქვს კონსულტაციები უკრაინელ კოლეგებთან, მაგალითად მეც მქონდა ურთიერთობა და კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, რადას წევრებთან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ საბოლოო ჯამში მიღებული იქნება რაციონალური გადაწყვეტილება, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თუნდაც მინიმალური საფრთხის ქვეშ არ დააყენებს უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენ ვიცით ზოგადად სააკაშვილის საქმიანობა სახელმწიფო სამსახურში თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული და ბუნებრივია, არ გვინდა ასეთი საფრთხეების წინაშე დადგეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​