გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია

24-04-2020

როდესაც ჩვენ ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ თუნდაც კრიზისში, თუნდაც მოკლევადიანი სწრაფი ინსტრუმენტებით დავეხმაროთ თითოეულ ჩვენს ფერმერს, ამასთან, უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაზე და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე ჩვენს ქვეყანაში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეუძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარება მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის გარეშე.

„იუსტიციის სამინისტროსთან ერთად იყო მიღებული გადაწყვეტილება, 3 წლის განმავლობაში, მოხდეს 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია. დღეის მდგომარეობით, ეს ის რესურსია მიწის, რომელიც დარჩენილია სისტემური რეგისტრაციის გარეშე და ამის შემდგომ, საქართველოში, მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემა საბოლოოდ იქნება გადაწყვეტილი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.
ყველას კარგად გვესმის ამ ღონისძიების მნიშვნელობა, რამეთუ, გვქონდეს საშუალება, როგორც ფერმერს, ასევე, საფინანსო სტრუქტურებს, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ და ავამუშავოთ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რესურსი, როგორიც გახლავთ მიწა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.