გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 27-28 აპრილს, საგამონაკლისო წესით შესვლა-გასვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით გადაადგილდებიან

24-04-2020

როგორ საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ბათუმში და ქ. ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.

27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია.

კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.