გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თურნავა: ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულ პირებს, არამედ თვითდასაქმებულებსაც

24-04-2020

„ის ფაქტი, რომ ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულ პირებს, არამედ თვითდასაქმებულებსაც, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ჩვენი პროგრამა არის საყოველთაო და არცერთი კატეგორია არ გვინდა, რომ გამოგვრჩეს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

შეკითხვაზე, თუ როგორ მოხდება თვითდასაქმებულების იდენტიფიკაცია, რათა მათ ასევე მიიღონ სოციალური ხასიათის დახმარება, მინისტრმა უპასუხა, რომ თვითდასაქმებულებისა და სოციალურად დაუცველ პირთა აღრიცხვა სპეციალური რეგულაციების მიხედვით მოხდება, რომელთაც შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურები გამოაქვეყნებენ.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის შექმნილი რთული ვითარებიდან ეტაპობრივ გამოსვლას შეეხება. მასში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე.