გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში არსებულ ბიზნესებს არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში დავეხმარებით

24-04-2020

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გახდება უფრო მორგებული დღევანდელ საჭიროებებზე, გაიზრდება სესხების მოცვა, პროცენტი კი მოერგება საბაზრო პროცენტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს რეალურად საბანკო სესხის მიღება უფრო რთული ხდება ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. მინისტრის განმარტებით, პროექტის მოცვა გაიზრდება და ბიზნესებისთვის უფრო მეტი რაოდენობის სესხი იქნება მხარდაჭერილი.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ ჩვენ ავამოქმედებთ საკრედიტო-საგარანტიო სქემას, რომელიც წინა წლებში, როცა ეკონომიკა მყარი იყო, იმდენად მოთხოვნადი არ იყო, რადგან რისკები იყო დაბალი. მაგრამ დღეს ბიზნესებთან კომუნიკაციით ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სქემას ძალიან დადებითი როლი შეუძლია შეასრულოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კერძოდ, მინისტრის განმარტებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის მოცულობა სულ მცირე - 300 მილიონი ლარი იქნება და თუ მეტი იქნება საჭირო, მომავალში მეტ დაფინანსებას ავსახავთ.

„საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში თანაუზრუნველყოფაში გავყვებით ბიზნესებს. კერძოდ, საბანკო სესხის 90%-ს დავაგარანტირებთ, თუკი საუბარი იქნება ახალ სესხზე. დღეს ბევრ ბიზნესს დასჭირდება ახალი სესხი იმტომ, რომ ელემენტარულად შემოსავლები შუემცრდათ ან გაუნულდათ და სჭირდებათ დამატებითი რესურსის მოზიდვა საბრუნავად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში ამოქმედდება უპრეცედენტო ნაწილი - თუ ეს პროგრამა აქამდე მხოლოდ განვითარებასა და ახალ პროექტებზე იყო ორიენტირებული, ამიერიდან მათ შორის დაეხმარება არსებულ ბიზნესებს არსებულ სესხების რესტრუქტურიზაციის ნაწილში.

„ანუ თუ უკვე არსებული, ადრე გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია მოხდება და ბანკი ბიზნესს სესხის გადახდას გადაუვადებს, 30 პროცენტიან თანაუზრუნველყოფას შევთავაზებთ ბიზნესსაც და ბანკსაც. აქედან გამომდინარე საკრედიტო-საგარანტიო სქემის დატვირთვა იქნება ძალიან მაღალი, რითიც ჩვენ ვამცირებთ რისკებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.