გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი: ბიზნესის დახმარებისთვის - ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი - 600 მლნ ლარი, კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მლნ ლარის გრძელვადიანი რესურსი, ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მლნ ლარი

25-04-2020

მოქალაქეებზე ზრუნვასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მეწარმეებზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ სამუშაო ადგილებს უნდა ქმნიდეს და ქმნის კერძო სექტორი. დღეს საუბარია ამ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, ამიტომ მეწარმეების, ეკონომიკის და ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით კრიზისულ პერიოდში ჩვენ მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებს კომპანიებისა და მეწარმეებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

„ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმეს როგორც კი პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა, მას ავტომატურად დაუბრუნდება დღგ, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე. აგრეთვე, წელს, 1 წლის განმავლობაში დამატებით 600 მლნ ლარი ბიუჯეტიდან დაბრუნებული იქნება დღგ-ს სახით. ამ ორ ღონისძიებას ერთად აქვთ კრიტიკული მნიშვნელობა კომპანიებში და მეწარმეებისთვის ლიკვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით,“ - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მლნ ლარის გრძელვადიანი რესურსი, ბიზნესის მხარდაჭერისთვის კი დამატებით გამოიყოფა 500 მლნ ლარი.

„ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბანკებისთვის ლარის რესურსს ვაგრძელებთ და ბანკებს გაუჩნდება ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსი, რაც, რა თქმა უნდა, გადაცემული იქნება პირველ რიგში ეკონომიკაში და ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მლნ ლარი, რასაც ექნება თავისი მიზნობრივი მიმართულებები:

საკრედიტო - საგარანტიო სქემა - ბიუჯეტი 300 მლნ ლარი. ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მეწარმეების დახმარებისთვის. ძირითადი მიმართულება და მიზნობრივი ჯგუფები იქნებიან მცირე და საშუალო მეწარმეები და ჩვენ ამ ინსტრუმენტით შევძლებთ 2 მლრდ ლარის საკრედიტო პორტფელის გამყარებას, გაცემას, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მისცემს გარანტიის საშუალებას სესხის 90%-ზე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, იმ მეწარმეებისთვის, რომლებსაც დაწყებული აქვთ გარკვეული პროექტები და ამ კრიზისულ ვითარებაში გადადგამენ ნაბიჯს ახალი მიმართულებების შესაქმნელად. ეს ეხება ახალ წამოწყებებს, თუმცა, იმ კომპანიებს, რომელთაც აქვთ ძველი სესხები, რესტრუქტურიზაციის სახით სახელმწიფო შეეხიდება 30% გარანტირების ნაწილში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.