გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სახელმწიფო ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის 50 მილიონ ლარს გამოყოფს

25-04-2020

ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის სახელმწიფო 50 000 000 ლარს გამოყოფს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აგროკრედიტით სარგებლობას 5000 ფერმერი შეძლებს.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოება, უბრალოდ, სასურსათო ბაზის შექმნა, ამიტომ, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ამისთვის სახელმწიფომ გამოყო 50 000 000 ლარი. ამ პროდუქტით სარგებლობას შეძლებს 5000 ფერმერი. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამეთუ ერთწლოვანი კულტურები არის სწრაფი ეკონომიკური ეფექტის მქონე, მაგრამ ამავე დროს მაღალი ეკონომიკური რისკების შემცველი, ამიტომ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ფერმერებს მხარში დაუდგეს და დაეხმაროს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.