გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: შენარჩუნდება პენსიის ივლისიდან ზრდა 30 ლარით, 70 წელს გადაცილებულთათვის კიდევ უფრო მეტით

25-04-2020

პენსიონერებთან დაკავშირებით, ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს ივლისიდან პენსიის ზრდის 30 ლარით და 70 წელს გადაცილებულთათვის კიდევ უფრო მეტით და მთის რეგიონებზე ცალკე იყო იქ გამოყოფილი, ეს ყველაფერი შენარჩუნდება. ეს არის პენსიონერების, როგორც ცალკე აღებული სოციალური ჯგუფის პირდაპირი დახმარების პაკეტი. გარდა ამისა, პენსიონერებს, რომლებიც მოხვდებიან იმ სოციალურ ჯგუფებში, რომლებიც აღვნიშნეთ, სოციალური სარეიტინგო ქულების შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეეხებათ ყველა ის დახმარება, რომლებიც განსაზღვრულია ამ ოჯახებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პენსიონერებს შეეხებოდა.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის ძირითადი მიდგომაა, რომ სოციალურად აღრიცხვად ჯგუფებს გაუწიოს დახმარება და მოიცვას მაქსიმალური რაოდენობა.

„პენსიონერების ნაწილში მე დეტალურად ვისაუბრე იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში იქნება შეტანილი და რომლებიც ამუშავდება 2021 წლის იანვრიდან. პენსიონერებისათვის პენსიის ზრდა ჩვენ უკვე ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს წელს. ზოგიერთივით შემეძლო ეს მეორედ მეთქვა და გამომეტანა, მაგრამ არ გავაკეთე მარტივი მიზეზის გამო. ბევრი დაანონსებული საკითხი, მათ შორის, ხელფასის ზრდა, სამწუხაროდ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან და საბიუჯეტო შემოსავლებიდან გამომდინარე გავაუქმეთ, გადავდეთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტს სერიოზული პრობლემები შეექმნება შემოსავლების ნაწილში და როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება -4% და საბიუჯეტო შემოსავლები შეგვიმცირდება 1.8 მლრდ-ით, რეალურად ეს ის პროგნოზია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უკვე განხილულია, დადასტურებულია. თუმცა, არავინ იცის ეს ციფრები იქნება უფრო მძიმე ბიუჯეტისთვის, თუ ასეთი. ჩვენ სხვადასხვა სცენარებისთვის ვემზადებით,“- აღნიშნა პრემიერმა.