გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი: ჯერ ბრძოლის შუა ეტაპზეც არ ვართ

25-04-2020

მე საკმაოდ თავმდაბლად შევაფასებდი ამ ყველაფერს, რადგან მესმის, რომ ჩვენ ჯერ ბრძოლის შუაშიც არ ვართ,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - თუ რა შეფასებას მისცემდა მთავრობის მეთაური საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის პოზიტიურ გამოხმაურებებს საქართველოს მთავრობის მიმართ.

მისივე თქმით, საბოლოო შედეგების შეჯამება ჯერ ადრეა და საბოლოო გამარჯვების ნიშანი იქნება ეკონომიკის, სამუშაო ადგილებისა და იმ სასტარტო ნიშნულის აღდგენა რომლითაც 2020 წელი დავიწყეთ.

„მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საკმაოდ ოპტიმისტურად გამოვიყურებით საბოლოო შედეგების შეჯამება ჯერ ადრეა. პანდემიის საბოლოო დამარცხებას შესაძლოა 1 კვირა, 1 თვე და 1 წელიც არ ეყოს, მაგრამ საბოლოო გამარჯვების ნიშანი მაინც იქნება ეკონომიკის, სამუშაო ადგილების აღდგენა, იმ სასტარტო ნიშნულის აღდგენა რომლითაც დავიწყეთ 2020 წელი, ესაა მთავრობის ხელსუფლების და მთლიანად გუნდის მიზანი. ბალანსი აქ ძალზედ მნიშვნელოვანია, არანაირი ფასი არ ექნება პანდემიასთან ეფექტურ გამკლავებას, თუ ჩვენ დავკარგეთ ეკონომიკის აღდგენის პოტენციალი, კრიტიკულად გაგვეზარდა სოციალურად დაუცველების რაოდენობა, თუ ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის რესურსი აღარ დარჩა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კითხვას უფრო თამამად შევძლებ, რომ დავუბრუნდე სადღაც შემოდგომისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.