გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შეზღუდვების მეექვსე ეტაპი გასართობ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს, შემოქმედებით საქმიანობას, აზარტულ და მომგებიან ბიზნესს, სასტუმროებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხება

25-04-2020

შეზღუდვების მეექვსე ეტაპი, გასართობ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს, შემოქმედებით საქმიანობას, აზარტულ და მომგებიან ბიზნესს, სასტუმროებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეზღუდვები მოიხსნება ასევე ყველა სხვა საქმიანობაზე, არადისტანციურ რეჟიმში.

„აქ არ არის ისეთი მსხვილი ბლოკები, როგორიც არის მუნიციპალური ტრანსპორტი. აქ არ არის გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა. ეს ისეთი საქმიანობებია, რომლის რომელიმე ეტაპთან გახსნის მიბმა იქნებოდა უკიდურესად სუბიექტური და ეს ის საქმიანობებია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ეპიდემიის გავრცელების გეოგრაფიასთან და სისწრაფესთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.