გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: დაქირავებით დასაქმებულების დახმარების ვადა აითვლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან და გადარიცხვები დაიწყება მაისიდან

25-04-2020

ეს არის სახელმწიფო დახმარება მიზნობრივი, სოციალური, კონკრეტული მოქალაქის, ფიზიკური პირისთვის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ ვინ ჩარიცხავდა 1200 ლარს დაქირავებით დასაქმებული პირებისთვის.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვადა საგანგებო მდგომარეობიდან აითვლება, ხოლო ჩარიცხვები მაისიდან დაიწყება.

„ათვლა მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან და გადარიცხვები დაიწყება მაისიდან, მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურს ექნება პირველი ინფორმაცია კომპანიებისგან ჩაბარებული დეკლარაციების სახით და მაშინ, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანმა სამუშაო და შემოსავალი დაკარგა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.