გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი: მთავარია, რომ ქვეყანას 3 მლრდ დოლარის რესურსზე სრულად თავისუფალი წვდომა აქვს

25-04-2020

საქართველოს, იმ შემთხვევაში, თუ მას უჩნდება ასეთი მოთხოვნილება და აუცილებლობა, რესურსზე წვდომის პრობლემა არ გააჩნია. დღეს ქვეყანას რესურსზე წვდომა აქვს სრულად თავისუფალი და ეს რესურსია 3 მლრდ დოლარი, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქვეყნის მიერ კრიზისული მენეჯმენტისთვის შესაბამისი თანხის დახარჯვას და ამ თანხის შემადგენლობას შეეხებოდა.
გიორგი გახარიას თქმით, 3 მილიარდ 500 მილიონი არის საბიუჯეტოც, გრანტიც და, რა თქმა უნდა, სასესხო კომპონენტიც.

„3 მილიარდ 500 მილიონი არის საბიუჯეტოც, გრანტიც და რა თქმა უნდა სასესხო კომპონენტიცაა აქ, მაგრამ ზუსტად ეს რა პროცენტი იქნება, ამაზე საუბარი ადრეა. ბევრი სესხი, რომელიც მოვიპოვეთ, აი მაგალითად 3 მლრდ დოლარის ფინანსური რესურსი, რომელზეც ჩვენ წვდომა გვაქვს გახსნილი, აქედან 1.5 მლრდ არის მთავრობისთვის განკუთვნილი, ნაწილი არის საგრანტო კომპონენტი, ნაწილი მიზნობრივი. მაგალითად, დაახლოებით, 150- 200 მლნ გროვდება ჯანდაცვის სისტემის გამართვისთვის. აქ ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ეფექტურად ავითვისებთ ამ თანხას, ამიტომ ეს პროპორციები ცვალებადია,“- განაცხადა პრემიერმა.