გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მე-4 ეტაპზე შეზღუდვები სავაჭრო მოლებს, ღია ტიპის რესტორნებს და კვების ობიექტებს მოეხსნება

25-04-2020

მე-4 ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა სავაჭრო მოლებს, ღია ტიპის რესტორნებს და კვების ობიექტებს, ყველა ტიპის საფინანსო მომსახურებას, სილამაზის სალონებს და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს შეეხება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„მე-4 ეტაპი უკვე სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. საუბარია ღია სივრცეებზე და არა დახურულ სივრცეზე. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.