გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ანტიკრიზისულ გეგმაში თვითდასაქმებულებზე გამოყოფილი რესურსი უფრო მეტი უნდა ყოფილიყო

25-04-2020

ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ შესაძლებელი იყო მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა სოციალური კუთხით, უფრო მოცულობითი გამხდარიყო, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე მთავრობის ხედვა მისაღებია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის თქმით, თუ ადამიანებისთვის ღირსეული დახმარების საშუალება არაა, მაშინ მათ საკუთარი თავის სარჩენად მოძრაობის საშუალება მაინც უნდა მიეცეთ,

"აქამდე მოვისმინეთ მოსაზრება, რომ 1000 ლარი მივცეთ ყველა მოქალაქეს, ეს აბსურდია, უტოპიაა, ქვეყანას ამის საშუალება ქვეყნას არ გააჩნია. როდესაც ჩვენ ვეუბნებით, რომ მოგცემთ 200 ლარს და ეს იმყოფინე, რასაკვირველია ეს არ არის საკმარისი. ადამიანებს თუ ღირსეულ დახმარებას ვერ ვუწევთ მაშინ უნდა მივცეთ მოძრაობის საშუალება, იმისათვის რომ თავიანთი საკმარისი ლუკმა-პურის შოვნა მოახერხონ," - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია კი მიიჩნევს, რომ თვითდასაქმებულებზე გამოყოფილი რესურსი უფრო მეტი უნდა ყოფილიყო.

"მნიშვნელოვანია, რომ დახმარება გაიწევა როგორ ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილები, ასევე თვითდასაქმებულებისთვისაც. ჩემი აზრით იქნებოდა სასურველი რომ თვითდასაქმებულებზე გამოყოფილი რესურსი უფრო მეტი ყოფილიყო. ერთჯერადად 300 ლარიც არ არის ჩვენი რეალობის და ჩვენი ბიუჯეტის პირობებში ცოტა, თუმცა როდესაც ბიზნესსექტორში დასაქმებულებს 1200 ლარით ვეხმარებით, შეიძლებოდა უკეთესი პროპორციაც ყოფილიყო დაცული," - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

რუსთავი2