გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეშინიათ, რომ პარლამენტში ბიუროკრატიას დავასრულებ - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე​ კენჭისყრისთვის ემზადება

25-04-2020

უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო კენჭს ხუთშაბათს უყრის. ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის 30 აპრილის კენჭისყრისთვის ემზადება და იმედი აქვს, რომ მმართველი ფრაქციის გარდა სხვა ფრაქციებიც დაუჭერენ მხარს. სააკაშვილის თქმით, ის მზად არის უკრაინას დაეხმაროს ეკონომიკის გათავისუფლებასა და რეფორმების გატარებაში.

"თქვენ ალბათ ხედავთ რა ხდება, ამდენი დრო გავიდა და არაფერი შეცვლილა. არსებობს კონკრეტული პრობლემები და კონკრეტული ბიზნესმენები. ყველაფერი ძალიან ცუდად არის. მათ ლობისტები ჰყავთ.

საკანონმდებლო ორგანოში არიან დეპუტატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაფერი კარგად არის და ეს ასე უნდა იყოს. ისინი ფიქრობენ, რომ სააკაშვილი იდიოტია და რასაც აკეთებს პიარის ნაწილია. ეს არ არის პიარი. პიარი, რომ იყოს მათ ჩემი არ შეეშინდებოდათ. მათ ეშინიათ რომ პარლამენტში ბიუროკრატიას დავასრულებ და გავათავისუფლებ ეკონომიკას,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

რუსთავი2