გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თენგიზ ცერცვაძე: ჟურნალისტების ტესტირებაც უნდა მოხდეს

25-04-2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ინფიცირებული ექიმების რაოდენობა ძალიან მცირეა. ცერცვაძემ ჟურნალისტების შესახებაც ისაუბრა და არნიშნა, რომ მათი ტესტირება აუცილებელია.

„მიხარია, ჩვენც რომ ამდენი ხანი გადავრჩით. გადარჩენა ჰქვია ამას, მედიცინის ოცამდე მუშაკი რომ არის დაინფიცირებული. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც უცხოეთში ხდება.

ცოტა მიკვირს, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ და თან მიხარია, რომ მათ ღმერთი იფარავს და მედიის წარმომადგენლები ჯერჯერობით, არ ინფიცირდებიან. იმიტომ, რომ ისინი, რა თქმა უნდა, შედიან რისკის ჯგუფში, რადგან მუდამ მოვლენათა ეპიცენტრში არიან და ძალაუნებურად უწევთ თუნდაც, სოციალური დისტანცირების დარღვევა, რომ ინტერვიუს ასაღებად რესპონდენტთან ახლოს მივიდნენ. რა თქმა უნდა, ჟურნალისტების ტესტირებაც უნდა მოხდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

საქართველოში ახალი ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებრევალს გამოვლინდა, დღემდე ინფიცირების 456 შემთხვევაა გამოვლენილი აქედან გარდაცვლილია 5 ადამიანი ხოლო გამოჯანმრთელებულია 132 პირი.

pia