გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბექა ლილუაშვილი: მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ამ ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლის წყარო, ყველა შესაბამის კომპენსაციას მიიღებს

25-04-2020

თვითდასაქმებული ადამიანების გარკვეული კატეგორიის იდენტიფიცირება ძალიან რთულია და მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ამ ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლის წყარო, სახელმწიფო ყველას შესაბამის კომპენსაციას გადაუხდის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

პრემიერის მრჩეველი თვითდასაქმებულთა აღრიცხვასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ზოგიერთი ფიქრობს, რომ თვითდასაქმებულთა რაოდენობა შეიძლება იყოს 840 ათასი, ან უფრო მეტიც, მაგრამ საბოლო ჯამში, მათი განსაზღვრა შეფასების საგანია.

„ჩვენი მთავარი ამოცანა, ანტიკრიზისულ ღონისძიებათა პაკეტის შემუშავებისას იყო ის, სახელმწიფოს მაქსიმალურად ეზრუნა ყველა ადამიანზე და მისთვის გაეწია დახმარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ღონისძიებათა პაკეტში შედის ის ნაბიჯი, რომელიც უკვე განხორციელდა, სამი თვის კომუნალური გადასახადების დაფარვის სახით. ეს შეეხო მათ შორის აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს, რომელიც შესაძლოა მოწყვლადი ყოფილიყო ამ კრიზისის მიმართ, იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც ამ ღონისძიებებში იყო ჩადებული. თვითდასაქმებული ადამიანების გარკვეული კატეგორიის იდენტიფიცირება ძალიან რთულია და მათი განსაზღვრა შეფასების საგანია. თვითდასაქმებულები, რომლებიც სარგებლობენ მიკრომეწარმის ან სხვა რაიმე სტატუსით, აბსოლუტურად ყველა იქნება იდენტიფიცირებული შესაბამისი სამსახურების მიერ და ისინი მიიღებენ ერთჯერად კომპენსაციას 300 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ვისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სახის დოკუმენტაციით, ამ პირებს შეეძლებათ, ეს დოკუმენტაცია წარადგინონ შესაბამის სამსახურებში, რომელთა დეტალებზეც მომდევნო კვირას ვისაუბრებთ. მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ამ ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლის წყარო, სახელმწიფო ყველას შესაბამის კომპენსაციას გადაუხდის“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.