გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქეთევან ბაკარაძე: ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად ზრუნვას განაგრძობს

25-04-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, რიგი ადამიანების მხრიდან აპელირება იმაზე, თითქოს პრემიერის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დროს დევნილი საზოგადოება , როგორც ბენეფიტის მიმღები ინდივიდუალური კატეგორია, მოხსენიებული არ იყო, მართებული არაა.

ამის შესახებ ქეთევან ბახარაძემ საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების მხარდასაჭერად უპრეცედენტო პროექტებს ახორციელებს.


"პრემიერის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას განსაკუთრებულად დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. მათ შორის ვნახეთ რიგი ადამიანების მხრიდან აპელირება იმაზე, რომ პრეზენტაციის დროს დევნილი საზოგადოება არ იყო მოხსენიებული, როგორც სახელმწიფოსგან ბენეფიტის მიმღები ინდივიდუალური კატეგორია, რაც თემის ინსპირირებას უფრო ჰგავს, ვიდრე საგნობრივ კრიტიკას.
ყველამ კარგად იცის და მით უფრო თავად დევნილებმა, რომ არსებობს კონკრეტული ციფრები და სტატისტიკა რა პროცენტული მაჩვენებელი მოდის დევნილის სტატუსის მქონე სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელზე (მოწყვლადი სეგმენტიდან მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შშმპ, სოციალურად დაუცველები - მათ შორის 65000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულით). ამასთან, ამ ანტიკრიზისული დახმარების ფარგლებში საკმაოდ ბევრი დევნილი მეწარმე თუ ფერმერი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას, რომ არაფერი ვთქვათ თვითდასაქმულებზე..
ამასთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს ზრუნვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად და ახორციელებს უპრეცედენტო პროექტებს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, როგორც ცოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით, ისე ბენეფიციარებისთვის მრავალკომპონენტიანი დახმარების კუთხით!
ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა ფოკუსირებულია ამ რთულ ვითარებაში ეკონომიკური სიდუხჭირის დაძლევაზე, გადაუდებელ სოციალურ დახმარებაზე და არა ბიზნესის განვითარებასა და გრძელვადიან კეთილდღეობაზე; სახელმწიფო ორიენტირებულია გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებაზე და თავისი ლიმიტირებული რესურსებით, სწორი და თანმიმდევრული ქმედებებით პოზიციონირებს, როგორც წარმატებული ქვეყანა.

ვფიქრობ, ასეთი აგრესიული განცხადებები გამოიწვევს დევნილი საზოგადოების კიდევ უფრო მეტად სეგრეგაციასა და სტიგმატიზაციას; ამის ნაცვლად უპრიანი იქნება თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ძლიერ ხვალინდელ დღეს მოვახმაროთ"-წერს ბაკარაძე სოციალურ ქსელში.