გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სისტემის რეფორმისთვის გვქონდა ზუსტი მიზნები და ყველაფერი აქედან გამომდინარე დაიგეგმა

25-04-2020

„ჩვენ არ ვართ პიკში, რისთვისაც ყველა ღონისძიება განხორციელდა იმ ინსტრუმენტების ჩათვლით, რითაც ხდებოდა მსოფლიოში. თუმცა ეს არის ის პერიოდი, რომელიც საკმაოდ ხანგძლივი დროის მანძილზე შეიძლება გვქონდეს შენარჩუნებული “ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, თავდაპირველი მიზანი იყო ისეთი გეგმის დადება, რომელიც უზრუნველყოფდა ამ პიკის გადავადებას, ვინაიდან არ იყო ცნობილი ვირუსის ხასიათი.

ამასთან, მისი თქმით, ზაფხულისთვის დაგეგმილმა ჯანდაცვის სისტების ძირეული რეფორმისთვის ჩატარებულმა აუდიტმა შესაძლებელი გახადა ზუსტი მიზნის დასახვა.

„როგორც იცით ზაფხულიდან გვქონდა დაგეგმილი ჯანდაცვის სისტემის ძირეული რეფორმა. აქედან გამომდინარე, ჩატარებული გვქონდა საკმაოდ კარგი აუდიტი ჯანდაცვის სისტემაზე, როგორც ინფრასტრუქტურულ ისე პერსონალის ჭრილში. როდესაც ინფექცია დაფიქსირდა, ეს ღონისძიებები გავამკაცრეთ და მეტად უფრო გავააქტიურეთ. ვიცოდით, თუ რა იყო ის ზღვარი, რასაც შეძლებდა და გაუძლებდა ჯანდაცვის სისტემა. ამ შემთხვევაში გაგვიმართლა, ყველაფერმა ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ გვქონოდა ზუსტი და მკაფიო მიზნები და ყველაფერი აქედან გამომდინარე დაიგეგმა“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.